ჯანმრთელობის ინდივიდუალური დაზღვევა - მაღალი ხარისხის მომსახურება და მრავალფეროვანი სამედიცინო სერვისის დაფინანსება.
დაზღვევის მომენტიდან თქვენ პირადი ექიმი გყავთ, ბავშვის დაზღვევის შემთხვევაში კი - პირადი პედიატრი. პოლისი ,,მედით" აგინაზღაურდებათ როგორც ამბულატორიული მომსახურების (ვიზიტები სპეციალისტებთან, გამოკვლევები, ანალიზები, ა.შ.), ასევე უეცარ ავადმყოფობასთან დაკავშირებული ხარჯების უმეტესი ნაწილი.
პოლისი ,,მედით" თავს დაცულად იგრძნობთ, ვინაიდან გაუთვალისწინებელ შემთხვევებში ხარჯების უმეტეს ნაწილს ჩვენ დავფარავთ. რაც მთავარია, თქვენ დარწმუნდებით, რომ ჩვენ მუდამ თქვენს გვერდით ვართ - დღის და ღამის ნებისმიერ მომენტში!
საქართველოს მასშტაბით თქვენ გემსხურებათ ჩვენი პროვაიდერი კლინიკები.
პოლისის შეძენისას თქვენ ავტომატურად ერთვებით ლოიალობის პროგრამაში! დააგროვეთ ეკო მონეტები!
ისარგებლეთ სხვადასხვა ფასდაკლებებით საცურაო აუზებსა და ესთეტიკურ ცენტრებში
2021 წლის 19 ივლისიდან პოლისი მედის პირობები გაუმჯობესდა.
დამატებითი დაფარვებისა და გაუმჯობესებული პირობების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
“ჯიპიაი ექსკლუზივი” ჯანმრთელობის მრავალწლიანი დაზღვევაა, ავტომატური გაგრძელებით, რომელიც გაძლევთ საშუალებას წლების განმავლობაში მიიღოთ გაცილებით მეტი მომსახურება ვიდრე მოიცავს სტანდარტული დაზღვევის ნებისმიერი პოლისი.
სამედიცინო მომსახურების მიღება მხოლოდ პირადობის მოწმობით პრივილეგირებულ პროვაიდერ კლინიკებში.
პოლისი ჯიპიაი ექსკლუზივით დაზღვეულები მომსახურებას იღებენ ნებისმიერ კლინიკაში, თანხის ანაზღაურება კი შესაძლებელია ონლაინ, ოფისში მიუსვლელად 1 სამუშაო დღის ვადაში.
მოირგეთ სწორი ავტოდაზღვევა და ისარგებლეთ უამრავი პრივილეგიით:
ავტოდაზღვევის პოლისი შეგიძლიათ მოირგოთ თქვენი ცხოვრების სტილის, ბიუჯეტის და საჭიროებების შესაბამისად.
თუ გინდათ ავტომობილი ყველა რისკისგან სრულყოფილად იყოს დაცული, მაშინ ავტო აქტივის L პაკეტი უნდა შეიძინოთ. ეს პაკეტი ფარავს ისეთ შემთხვევებს, როგორებიცაა: ავტოავარია (მიუხედავად ბრალეულობისა), ქურდობა, ძარცვა-ყაჩაღობა, გატაცება, ვანდალიზმი, ხანძარი, აფეთქება, საგნების ვარდნა. მათ შორის, სტიქიური მოვლენები: სეტყვა, ძლიერი ქარი და წყალდიდობაც კი.
უფრო ბიუჯეტური გადაწყვეტილებისთვის კი შეგიძლიათ, მოირგოთ ავტო აქტივის M პაკეტი და თქვენი ავტომობილი ავტოავარიის რისკისგან დააზღვიოთ.
პოლისი ავტო აქტივის შეძენისას შეგიძლიათ, ისარგებლოთ უამრავი პრივილეგიით.
ზარალის ანაზღაურება სადაზღვევო შემთხვევიდან 5 დღის ვადაში!
დაზღვევის არეალი - საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი და თურქეთი.
პოლისის შეძენით თქვენ ავტომატურად ერთვებით ლოიალობის პროგრამაში #ეკოისტი და აგროვებთ ეკომონეტებს.
დააზღვიე სხვისი ქონების ან ჯანმრთელობის დაზიანება ავტოსაგზაო შემთხვევისას!
პოლისი ანაზღაურებს ზარალს, რომელიც თქვენი ბრალეულობით მიადგა სხვა ავტომობილს, სხვის ქონებას ან ჯანმრთელობას. ამავდროულად, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, დაზღვეული შეძლებს ისარგებლოს ჯიპიაი ჰოლდინგის ავტოდაზღვევის ჯგუფის 24 საათიანი უფასო მომსახურებით.
აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ანაზღაურების ლიმიტი 5000, 7000, ან 10000 ლარი.
რემონტის/ავეჯის/ტექნიკის დაზღვევა ყველაზე ხელმისაწვდომი პირობებით
პოლისი ,,კომფორტით" ანაზღაურდება გარემონტების/შეკეთების ან ტექნიკის/ავეჯის ჩანაცვლების ხარჯები.
პოლისით დაზღვეულია:
პოლისის შეძენისას თქვენ ავტომატურად ერთვებით ლოიალობის პროგრამაში! დააგროვეთ ეკო მონეტები!
სამოგზაურო დაზღვევა: მოულოდნელი სამედიცინო ხარჯების დაფარვა საზღვარგარეთ
პოლისი სამოგზაურო ფარავს გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების ხარჯებს საზღვარგარეთ ყოფნისას, მაგალითად: საკვებით მოწამლვა, ტრავმა, მოტეხილობა, ალერგია, დამწვრობა, მწერის ან ცხოველის ნაკბენი, ყურის ანთება, ბრმა ნაწლავის ანთება, გასტრიტის გამწვავება და სხვა. პოლისი ასევე ითვალისწინებს გადაუდებელ სტომატოლოგიურ მომსახურებას.
პოლისი მოქმედებს მთელ მსოფლიოში და ითვალისწინებს ანაზღაურებას 50 000 EU/USD ფარგლებში. ჯიპიაი ჰოლდინგის პარტნიორი საერთაშორისო ასისტანს კომპანია უზრუნველყოფს გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებას მსოფლიოს ნებისმიერ კლინიკაში.
სამოგზაურო დაზღვევა მთელი წლის განმავლობაში ერთი სადაზღვევო პოლისით
პოლისით Easy Travel შესაძლებელია სამოგზაურო დღეების რაოდენობის წინასწარ შეძენა და ერთ პოლისში დაფიქსირება. Easy Travel მთელი წლის განმავლობაში მოქმედებს, შესაბამისად საჭირო აღარ არის კონკრეტული თარიღის დაფიქსირება და ახალი პოლისის გამოწერა ყოველ მოგზაურობაზე. გახარჯული დღეები ფიქსირდება დაზღვეულის პასპორტში - საზღვრის გადაკვეთისა და გადმოკვეთის მომენტში.
პოლისი „ონკო ქეარი“ აზღვევს ავთვისებიანი სიმსივნური დაავადებების რისკს და ითვალისწინებს კომპენსაციას დაავადების აღმოჩენის შემთხვევაში. კომპენსაციის მაქსიმალური ოდენობა 180 000 ₾-ია. პოლისის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ დაზღვეულს აქვს თანხის განკარგვის თავისუფლება - კომპენსაციის გახარჯვა შესაძლებელია როგორც მკურნალობის, ასევე სხვა მიზნებისთვის, დაზღვეულის სურვილისამებრ.
ჯიპიაი ჰოლდინგი ჩართულია კიბოსთან ბრძოლის კამპანიაში და ონკო ქეარის პირველი 500 გაყიდული პოლისიდან შემოსული თანხა ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში ორგანიზაცია „ჰერაში“ ირიცხება.
ონკოქეარი დაზღვეულს საშუალებას აძლევს, ყოველგვარი დანახარჯების გარეშე საქართველოში დასმული დიაგნოზი საზღვარგარეთ, მისთვის სასურველ კლინიკაში გადაამოწმოს. მის შემთხვევას ონკოლოგიის წამყვანი სპეციალისტები შეისწავლიან, რომლებიც ცნობილნი არიან მკურნალობისას უახლესი სამედიცინო ტექნიკების გამოყენებით და მიღწეული შედეგების საუკეთესო ხარისხით.
შეიძინე პოლისი ,,ონკო ქეარი", დააზღვიე სიმსივნის რისკი და შეიტანე წვლილი კიბოსთან ბრძოლის კამპანიაში. დაზღვეულს თავად შეუძლია აირჩიოს მისთვის მისაღები ლიმიტი; არჩეული ლიმიტის შესაბამისი ყოველთვიური პრემია იხილეთ ბმულზე.
გამარჯობა, მე აქვე ვარ.
ახლა უკვე Facebook-დან გაუსვლელად შეგიძლია შეიძინო ონკო დაზღვევა. მოგვწერე.