პოლისი მედი ექსკლუზივი გაძლევთ საშუალებას მიიღოთ მომსახურება ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში

თქვენ გაქვთ შესაძლებლობა  მიიღოთ მომსახურება ნებისმიერ კლინიკაში პირად ექიმთან შეთანხმების გარეშე. მომსახურების ღირებულებას გადაიხდით სრულად, შემდეგ კი მოახდეთ თანხის ანაზღაურებას ჩვენს ანაზღაურების ოფისში მდებარე დავით აღმაშენებლის გამზ 61 ან გამოაგზავნით საბუთებს ონლაინ.

პრივილეგირებულ პროვაიდერ კლინიკებში მომსახურებას მიიღებთ  მხოლოდ ბარათისა და პირადობის მოწმობის წარდგენით. იხდით მხოლოდ თქვენი თანაგადახდის წილს, დანარჩენს კი ჯიპიაიჰოლდინგი დაფარავს.

500 ლარამდე ამბულატორიული მომსახურებისა და მედიკამენტების ხარჯების ანაზღაურება შესაძლებელია ონლაინ.

500 ლარს ზევით თანხის ანაზღაურება, ასევე სტომატოლოგიური მომსახურების ხარჯების ანაზღაურება მოხდება ჩვენს ანაზღაურების ოფისში მდებარე დავით აღმაშენებლის გამზ. 61

პრივილეგირებულ პროვაიდერ კლინიკაში მომსახურების მიღება ხდება მხოლოდ პირადობის მოწმობისა და დაზღვევის ბარათის წარდგენით, არ არის საჭირო პირადი ექიმის მიმართვა. კლინიკაში იხდით მხოლოდ თანაგადახდის წილს.
შპს დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი
შპს მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი-საუნივერსიტეტო კლინიკა
სამედიცინო ცენტრი "ციტო"
შპს "მრჩეველი"
შპს ახალი მზერა
ჯოენის სახელობის სამედიცნო ცენტრი
შპს წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფო
შპს აკ. ივერიელის სახელობის ენდოკრინოლოგია-მეტაბოლოგია-დიეტოლოგიის ცენტრი ენმედიცი
ახალი სიცოცხლე
სს ერისთავის სახელობის ექპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი
შპს მრავალპროფილური კლინიკა კონსილიუმ მედულა