“ჯიპიაი ექსკლუზივი” ჯანმრთელობის მრავალწლიანი დაზღვევაა, ავტომატური გაგრძელებით, რომელიც გაძლევთ საშუალებას წლების განმავლობაში მიიღოთ გაცილებით მეტი მომსახურება ვიდრე მოიცავს სტანდარტული დაზღვევის ნებისმიერი პოლისი.

სამედიცინო მომსახურების მიღება მხოლოდ პირადობის მოწმობით  პრივილეგირებულ პროვაიდერ კლინიკებში.


პოლისი ჯიპიაი ექსკლუზივით დაზღვეულები მომსახურებას იღებენ ნებისმიერ კლინიკაში, თანხის ანაზღაურება კი შესაძლებელია ონლაინ, ოფისში მიუსვლელად 1 სამუშაო დღის ვადაში.


ჯიპიაი ექსკლუზივი ფარავს ისეთ სამედიცინო მომსახურებებს, რომლებიც სხვა პაკეტებში გამონაკლისშია:

ქრონიკული, დაზღვევამდე არსებული დაავადებები; ტონზილექტომია, ცხვირის ძგიდის გამრუდება, ნიჟარების ჰიპერტროფია; თირკმლის ქრონიკული უკმარისობა; მაღალტექნოლოგიური კვლევები; კორონარული სისხლძარღვების შუნტირება; ორსულობა-მშობიარობა; გეგმიური ჰოსპიტალიზაციისას აყვანილი ექიმის, ლუქს-პალატის, გაუტკივარების ხარჯები; სამოყვარულო სპორტში მიღებული დაზიანებები; BMS სტენტი; ენდოპროთეზირება; ენდოპროთეზები; აბლაცია; ცნობების და ბიულეტენების გაცემის ხარჯები პირადი ექიმის სამსახურის ბაზაზე; გადაუდებელი შემთხვევებისას ვაქცინაცია, იმუნიზაცია: ანტირაბიული ვაქცინა,ანტიტეტანური შრატი; ანატოქსინი;

ისარგებლეთ სხვადასხვა ფასდაკლებებით საცურაო აუზებსა და ესთეტიკურ ცენტრებში. 

2021 წლის 20 აგვისტოდან ჯიპიაი ექსკლუზივის პირობები გაუმჯობესდა. დაემატა ისეთი სერვისები, რომლებიც ადრე არ ფინანსდებოდა. გაუმჯობესებული მომსახურების შესახებ დეტალურად ინფორმაცია იხილეთ ბმულზე. 


ღირებულება: 85 -დან თვეში

 შეძენა

24 საათიანი ცხელი ხაზი  100% ულიმიტო
ექიმის 24 საათიანი სატელეფონო კონსულტაცია  100% ულიმიტო
რთული სამედიცინო შემთხვევების მართვა  100% ულიმიტო
პროფილაქტიკური გამოკვლევები (მათ შორის სტომატოლოგიაზე)  100% - წელიწადში ერთხელ
სასწრაფო სამედიცინო დახმარება   100% - 10 გამოძახება
გადაუდებელი ჰოსპიტალური მომსახურება, უბედური შემთხვევის გამო გადაუდებელი ჰოსპიტალური მომსახურება   100% 25'000
გეგმიური ჰოსპიტალური მომსახურება  100% 15'000
დღის სტაციონარული მომსახურება  90% 15'000
ფულადი კომპენსაცია  100 /დღე, მაქს. 10 დღე
მშობიარობა  100% 1000
პირადი ექიმის მომსახურება  100% ულიმიტო
გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება  100% 2'000
გეგმიური ამბულატორიული მომსახურება, ორსულობა პირადი ექიმის სამსახურის ბაზაზე   90% 2'000
გეგმიური აბმულატორიული მომსახურება, ორსულობა პპ კლინიკებში  90% 2'000
გეგმიური ამბულატორიული მომსახურება, ორსულობა ნებისმიერ კლინიკაში  90% 2'000
მედიკამენტები PSP სააფთიაქო ქსელში  90% 2'000
მედიკამენტები სხვა აფთიაქში  80% 2'000
გადაუდებელი სტომატოლოგიური მომსახურება  100% 1'000
გეგმიური სტომატოლოგიური მომსახურება  80% 1'000
ორთოპედიული/ორთოდონტული სტომატოლოგიური მომსახურება  10-30% ულიმიტო
ორსულობა ნებისმიერ კლინიკაში  90% 2'000
ჰოსპიტალიზაცია პროვაიდერში გამონკალისისა და მოცდის პერიოდის მიღმა  10-40% 2500
მეორე აზრის მოძიება  100% ერთხელ
ამბულატორია ლიმიტის ზემოთ კლინიკა კურაციოში  60% ულიმიტო
ფასდაკლება ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატები/ჰომეოპათიური საშუალებები/არარეგისტრირებული მედიკამენტები; გამონაკლისებში მითითებული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები (პროვაიდერ სააფთიაქი ქსელში)  30% ულიმიტო