ონლაინ ოფისის შესახებ

დაზღვევას ახალი მისამართი აქვს - www.mygpi.ge!

პირველად საქართველოში! ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ დაზღვევის ონლაინ სერვისებს.

დარეგისტრირდით და ისარგებლეთ გამარტივებული მომსახურებით:

  • მოქმედი პოლისების შესახებ ინფორმაცია - პორტალზე ასახულია ყველა ის პოლისი, რომელიც ფიქსირდება თქვენს სახელზე და აქვს მოქმედი ვადა. ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისზე შეგიძლიათ იხილოთ მომსახურებების დაფარვები და ლიმიტები , სამედიცინო მიმართვები და გახარჯვები 
  • ექიმთან ვიზიტის დაჯავშნა კლინიკა კურაციოში - დაგეგმეთ ვიზიტი თქვენ პირად ექიმთან, პედიატრთან ან სასურველ სპეციალისტთან. 
  • ჯანმრთელობის დაზღვევის დეტალები - იხილეთ თქვენ ჯანმრთლობის დაზღვევაზე დეტალური ინფორმაცია: სამედიცინო გეგმა, მომსახურებების დაფარვები და ლიმიტები, მიმართვები და გახარჯვები.
  • სამედიცინო ანაზღაურების მიღება დისტანციურად- აინაზღაურეთ მიღებული სამედიცინო მომსახურების ღირებულება 5 დღის ვადაში ან/და მოითხოვეთ საგარანტიო წერილი.
  • სამედიცინო საგარანტიო წერილის მოთხოვნა - მოითხოვოთ საგარანტიო წერილი სამედიცინო დაწესებულებაში წარსადგენად
  • დაზღვევის ღირებულების - პრემიის გადახდა -საშუალება გეძლევათ გაეცნოთ თქვენს გადახდის გრაფიკებს და მოქმედი პოლისების საფასური (პრემია) გადაიხადოთ ონლაინ რეჟიმში, ჩასარიცხი აპარატისა და ბანკში მისვლის გარეშე.
  • ავტომატური გადახდები - გაიაქტიურეთ არსებულ პოლისზე დავალიანების დაფარვის ავტომატური სერვისი.
  • დაზღვევის ღირებულების გამოთვლა - არ იცით რა ჯდება თქვენთვის სასურველი დაზღვევა? დაზღვევის ღირებულების კალკულაცია ონლაინ მარტივია.
  • პოლისების განახლება - განაახლეთ არსებული პოლისები ონლაინ პოლისის მოქმედების ვადის დასრულებამდე, ფილიალში მისვლის გარეშე.
  • საუკეთესო შეთავაზებები - მიიღეთ საჩუქრები, ექსკლუზიური ფასდაკლების კოდები და აქციები ონლაინ შეძენილ პოლისებზე.


შეიძინეთ ინდივიდუალური დაზღვევის პროდუქტები ონლაინ:

სამოგზაურო დაზღვევა - შეიძინეთ სამოგზაურო დაზღვევა ონლაინ. ამობეჭდეთ პოლისი სახლში, ოფისში და წარადგინეთ თქვენ მიერ ამობეჭდილი ფორმა საელჩოში. ვიდეო ინსტრუქცია

პოლისი ავტო კლასიკი - დააზღვიეთ თქვენი ავტმობილი შემდეგი შემთხვევებისგან: ავტოავარია, ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა, მინების, სარკეების ცალკეული დაზიანება, საგნების ვარდნა, სხვა პირის მიერ ბოროტგანზრახული დაზიანება, სტიქიური მოვლენები და მიიღეთ დამატებითი უფასო სერვისები მთელი წლის განმავლობაში ვიდეო ინსტრუქცია

ავტომფლობელთა პასუხისმგებლობის დაზღვევა - შეიძინეთ დაზღვევა და იმგზავრეთ მშვიდად, ჯიპიაი ჰოლდინგი აანაზღაურებს ზარალს, რომელიც მიადგება სხვა ავტომობილს, სხვის ქონებას ან ჯანმრთელობას თქვენი ბრალეულობით.

პოლისი მედი -შეიძინეთ ჯანმრთელობის დაზღვევა, როგორც თქვენთვის, ასევე თქვენი ოჯახის წევრებისთვის. პოლისი მედით აგინაზღაურდებათ როგორც ამბულატორიული მომსახურების (ვიზიტები სპეციალისტებთან, გამოკვლევები, ანალიზები, ა.შ.), ასევე უეცარ ავადმყოფობასთან დაკავშირებული ხარჯების უმეტესი ნაწილი. ვიდეო ინსტრუქცია

პოლისი მედი ექსკლუზივი -“მედი ექსკლუზივი” მრავალწლიანი დაზღვევაა, ავტომატური გაგრძელებით, რომელიც გაძლევთ საშუალებას წლების განმავლობაში მიიღოთ გაცილებით მეტი მომსახურება ვიდრე მოიცავს სტანდარტული დაზღვევის ნებისმიერი პოლისი. პოლისი მედი ექსკლუზივით დაზღვეულები მომსახურებას იღებენ ნებისმიერ კლინიკაში, თანხის ანაზღაურება კი შესაძლებელია ონლაინ, ოფისში მიუსვლელად 1 სამუშაო დღის ვადაში 

სიცოცხლის დაზღვევა -  შეიძინეთ სიცოცხლის დაზღვევა, უზრუნველყავით ოჯახის და შვილების ფინანსური სტაბილურობა.

პოლისი კომფორტი - რემონტის, ავეჯის და ტექნიკის დაზღვევა ყველაზე ხელმისაწვდომი პირობებით.

პოლისი ონკო ქეარ -  ავთვისებიანი სიმსივნური დაავადებების რისკის დაზღვევა.

ონლაინ მომსახურება სრულიად უფასოა და თავისუფალია საკომისიო გადასახადისგან!

ჩვენ გამუდმებით ვზრუნავთ, რომ სადაზღვევო მომსახურება თქვენთვის უფრო კომფორტული და ხელმისაწვდომი გავხადოთ. ონლაინ სერვისებს უახლოეს მომავალში დაემატება ახალი ფუნქციები და სერვისები, მათ შორის ზარალის გაცხადება და ანაზღაურება ონლაინ!

რეგისტრაცია 

www.mygpi.ge-ზე რეგისტრაციისთვის საჭიროა გაიაროთ საიტზე რეგისტრაციის სტანდარტული პროცედურა, თქვენი პირადი ინფორმაციის მითითებით. იხილეთ ჯიპიაი ჰოლდინგის პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა

ვებ გვერდზე რეგისტრაცია შესაძლებელია ჯიპიაი ჰოლდინგის მომხმარებლებისთვის - მათთვის ვისაც რეგისტრაციის მომენტში აქვთ აქტიური პოლისი. თუ თქვენ არ ფლობთ ჯიპიაი ჰოლდინგის მოქმედ პოლისს, თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ დაზღვევა ონლაინ და ამის შემდეგ გაიაროთ რეგისტრაცია ვებ-გვერდზე.

რეგისტრაციის გვერდზე შესაბამის ველში შეიყვანეთ ნებისმიერი აქტიური პოლისის ნომერი ან თქვენი პირადი ნომერი, რათა საიტზე ავტორიზაციის შემდეგ თქვენს პირად გვერდს მიაბას ყველა თქვენი აქტიური პოლისი. ამ შემთხვევაში შეგეძლებათ მიიღოთ დეტალური ინფორმაცია თქვენი პოლის(ებ)ის შესახებ და განახორციელოთ პრემიის (დაზღვევის საფასურის) გადახდა ონლაინ: ერთჯერადად ან ავტომატურ რეჟიმში  ყოველთვიურად - ანუ ყოველი თვის წინასწარ განსაზღვრულ თარიღში საბანკო ბარათიდან ავტომატურად ჩამოგეჭრებათ დაზღვევის საფასური.

იმ შემთხვევაში თუ თქვენ მიმდინარე პერიოდში არ ფლობთ ჯიპიაი ჰოლდინგის მოქმედ დაზღვევას, თქვენ შეგიძლიათ დაათვალიეროთ ჯიპიაი ჰოლდინგის შემოთავაზებები, გააკეთოთ განაცხადი თქვენთვის სასურველ დაზღვევაზე, გადაიხადოთ პირველადი ღირებულება, და გახდეთ პოლისის მფლობელი ონლაინ. ამის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ გაიაროთ რეგისტრაცია ვებ-გვერდზე და იხილოთ თქვენი პირადი კაბინეტი.

*აქტიური პოლისი - პოლისი, რომლის მოქმედების ვადა არ არის ამოწურული საიტზე რეგისტრაციის მომენტში და რომელზეც მოცემული მომენტისთვის იხდით დაზღვევის ღირებულებას.

ავტომატური გადახდები

ავტომატური გადახდის სისტემა - გულისხმობს დაზღვევის ღირებულების ყოველთვიურად, ავტომატურ რეჟიმში ჩამოჭრას პოლისის გაუქმებამდე.

ავტომატური გადახდის გასააქტიურებლად აუცილებელია გაიაროთ საიტზე ავტორიზაცია, თქვენ მოქმედ სადაზღვევო პოლისზე აირჩიოთ ავტომატური გადახდის ფუნქცია და მოახდინოთ თქვენი ბარათის დადასტურება. შესაბამისად, პირად კაბინეტში, რეგისტრირებული ბარათების ჩამონათვალში გამოგიჩნდებათ, ავტომატურ გადახდაზე მიბმული პოლისი და ბარათი.

სიახლე! ლოიალობის პროგრამა 


ჯიპიაი ჰოლდინგის ლოიალობის პროგრამა - ECOin-ები ჯიპიაის დაზღვეულებისთვის!  

ECOin - ეკო მონეტებია, რომელსაც ჯიპიაი ჰოლდინგის ინდივიდუალური დაზღვევის მფლობელები აგროვებენ. პროგრამის მიხედვით ყოველი თვის ბოლოს დაზღვევაში გადახდილი თანხის 10% გიბრუნდებათ ECOin ანგარიშზე. 100 ECOin = 1 ₾-ს და მონეტების გახარჯვა შეგიძლიათ სადაზღვევო პრუდუქტებში თქვენი სურვილის მიხედვით.

ინფორმაცია თქვენ მიერ შეგროვებულ მონეტებზე იხილეთ თქვენს პირად კაბინეტში.

დაგროვილი ECOin-ების გამოყენება ნებისმიერი ახალი ინდივიდუალური პოლისის შესაძენად შეგიძლიათ დაზღვევიდან 6 თვის გასვლის შემდეგ. კონკრეტულ პოლისზე შეგროვებული ეკო მონეტების ამავე პოლისის ყოველთვიურ გადასახადში გახარჯვა კი შესაძლებელია დაზღვევის განახლების მომენტიდან, ჩვენთან ურთიერთობის მეორე წლის დაწყებისთანავე.