(იხილეთ ინფორმაცია ინგლისურად English /რუსულად Russian)


ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ რთულ ეპიდემილოგიურ სიტუაციაში ვიყოთ ჩვენი დაზღვეულების გვერდით, ამიტომ covid-19 ის ბინაზე მკურნალობის პროცესში პირადი ექიმი თქვენთვის ხელმისავწდომი იქნება. ჩვენს პარტნიორ კლინიკა „კურაციოში“ შეიქმნა კოვიდ-ექიმების ჯგუფი, რომელიც კორონა ვირუსის დადასტურების შემთხვევაში 24 საათის განმავლობაში მოგემსახურებათ და ბინაზე მკურნალობის პროცესში დაგეხმარებათ.



Covid დადასტურებული დაზღვეულებისთვის:


თუ თქვენ დაგიდასტურდათ covid-19 და გსურთ ჩვენმა პირადმა ექიმმა მართოს ბინაზე მკურნალობის პროცესი, პირველ რიგში უნდა დაუკავშირდეთ 112-ს, რომელიც დაგარეგისტრირებთ კოვიდ დადებითთა ბაზაში. ბაზაში თქვენს მონაცემებს ამოწმებს ჩვენი კოვიდ-ექიმი, რომელიც, პროტოკოლის მიხედვით, რეგისტრაციიდან 24 საათის განმავლობაში დაგიკავშირდებათ და გაგიწევთ კონსულტაციას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ რთულ ეპიდემილოგიურ სიტუაციაში ვიყოთ თქვენ გვერდით, ამიტომ covid-19 ის ბინაზე მკურნალობის პროცესში პირადი ექიმი თქვენთვის ყოველთვის ხელმისავწდომი იქნება;

*გთხოვთ, გაითვალისიწნოთ, რომ კოვიდ დადებითი პაციენტების რეგისტრაციას ჩვენ ვერ ვუზრუნველყოფთ. რეგისტრაცია ხდება 112-ში და კოვიდ ექიმი მხოლოდ რეგისტრირებულ პაციენტებთან შეძლებს დაკავშირებას.




COVID საეჭვო, დაუდასტურებელი დაზღვეულებისთვის ან სხვა რესპირატორული დაავადების სიმპტომის გამოვლენისას


იმ შემთხვევაში, თუ აღგენიშნება კოვიდ ინფექციისთვის დამახასიათებელი საეჭვო ან რესპირატორული დაავადების სიმპტომები და გსურს ოჯახის ექიმთან დაკავშირება:

ისარგბელე პირადი ექიმების საძიებო პლატფორმით- მონიშნე სადაზღვევო პაკეტი, რომლითაც სარგელობ, რეგიონი და იხილე შენი პირადი ექიმის ან იმ კლინიკის საკონტაქტო ნომერი, სადაც გემსახურება პირადი ექიმი:     https://bit.ly/3rjxLyi 



covid-ტესტი კოვიდ საეჭვო პაციენტებისთვის



თუ აღგენიშნება კოვიდ საეჭვო სიმპტომები, პირადი ექიმის დანიშნულებით შეძლებ ჩაიტარო ანტიგენის სწრაფი ტესტი ჩვენს პარტნიორ კლინიკებში:

 კურაციო- ტესტირებისთვის კლინიკაში ვიზიტისთვის ისარგებლე ლიფტით ,უნივერსიტეტის ქუჩიდან, რომელიც ემსახურება მხოლოდ ტესტირებისთვის ჩაწერილ პაციენტებს; ყველა სხვა სერვისთვის - ცენტრალური შესასვლელით: ოთარ ლორთქიფანიძის 31.

ვერე XXI – მის: თბილისი, ლეო ქიაჩელის #18 ; ტელ: 551 32 35 85

ბიჯი უნიმედი - მის: რუსთავის გზატკ. #28; ტელ: 032 240 39 08



ანტიგენის უფასო ტესტირებას ასევე უზრუნველყოფს სახელმწიფო პარტნიორ ლაბორატორიებში მთელ საქართველოში პირადი ექიმის დანიშნულების საფუძველზე. 


ჩვენს პარტნიორ კლინიკებში ტესტირება შესაძლებელია მხოლოდ წინასწარი ჩაწერით; კურაციოში ამ პროცესში პირადი ექიმი გეხმარება. ანტიგენის ტესტირებაზე პასუხს მიიღებთ 15 წუთში. Covid -19-ის დადასტურების შემთხვავაში, ვირუსის მართვის პროცესში დაუყოვნებლივ ერთვება კურაციოს პირადი ექიმი;

რეგიონებში ანტიგენის სწრაფი ტესტირებისთვის მიმართვას, საცხოვრებელი ადგილის შესაბამისად, მოგცემთ თქვენი პირადი ექიმი, რომელსაც ჩვენს პორტალზე (ლინკი) მოძებნით.


რა არის ანტიგენის სწრაფი ტესტი?


ანტიგენის ტესტი ვირუსს, PCR ტესტის მსგავსად, ავლენს აქტიურ ფაზაში. თუ pcr ტესტისთვის ბიოლოგიური ნიმუშის აღება ცხვირ-ხახიდან ხდება, ანტიგენის შემთხვევაში -მხოლოდ ცხვირიდან; პასუხს 15-20 წუთში იღებთ;






ხშირად დასმული კითხვები


1. ფინანსდება თუ არა კოვიდ-ტესტები?


• კოვიდ (pcr) ტესტისთვის მიმართვას მოგცემთ პირადი ექიმი იმ პროტოკოლის შესაბამისად, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერაა შემუშავებული. ტესტის გაკეთება უფასოდაა შესაძლებელი ჯანდაცვის სამინსიტროს პარტნიორ ლაბორატორიებში




2. გამომიწერს თუ არა პირადი ექიმი ბიულეტენს?


• ჯიპიაის პირადი ექიმების მიერ ხდება მხოლოდ „თავისუფალი ცნობის“ გაცემა, რაც ეყრდნობა პაციენტის სატელეფონო კონსულტაციის მონაცემებს.

• ცნობა თვითიზოლაციის შესახებ, გაიცემა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ.



3. ამინაზღაურდება თუ არა COVID-19 ის მკურნალობის პროცესში შეძენილი მედიკამენტები ან ჩატარებული კვლევები?


კოვიდის ბინაზე მართვის პროცესი სახელმწიფოს მიერ დადგენილი მკაცრი გაიდლაინით ხორციელდება და რაიმე კვლევის ან მედიკამენტის დანიშვნაზე გადაწყვეტილებას იღებს კოვიდ-ექიმი. „კურაციოს“ კოვიდ-ექიმის დანიშნულება დაფინანსდება პოლისის პირობების მიხედვით (თანაგადახდის პროცენტი/დაფარვის ლიმიტი).