ჯიპიაი ჰოლდინგის ლოიალობის პროგრამა - ეკო მონეტები! 
ECOin - ეკო მონეტებია, რომელსაც ჯიპიაი ჰოლდინგის ინდივიდუალური დაზღვევის მფლობელები აგროვებენ. ყოველი თვის ბოლოს დაზღვევაში გადახდილი თანხის 10%-მდე ოდენობა ECOin-ების სახით გიბრუნდებათ. 100 ECOin = 1 ₾-ს და მონეტების გახარჯვა შეგიძლიათ სადაზღვევო პროდუქტების შესაძენად ან არსებული დაზღვევის განახლებისთვის.
ინფორმაცია თქვენს მიერ შეგროვებულ მონეტებზე იხილეთ პირად კაბინეტში.
როდიდან ვიწყებ ეკო მონეტების დაგროვებას?
ეკო მონეტების დაგროვებას იწყებთ დაზღვევის შეძენის პირველივე თვიდან და აგრძელებთ ჩვენთან ურთიერთობის ბოლომდე.
როდიდან შემიძლია ეკო მონეტების გახარჯვა?
ეკო მონეტების გახარჯვა შეგიძლიათ დაზღვევის შეძენიდან 6 თვის გასვლის შემდეგ ნებისმიერი ახალი სადაზღვევო პოლისის შესაძენად.
შემიძლია კონკრეტულ პოლისზე დაგროვილი ეკო მონეტები ამავე პოლისზე გადასახდელი თანხისთვის გამოვიყენო?
დიახ, თუ დაზღვევიდან ერთზე მეტი წელია გასული. მაგ. თუ თქვენი ავტომობილის დაზღვევა უკვე მეორე წელია მოქმედია, დაგროვილი ეკო მონეტების გამოყენება შეგიძლიათ ამავე პოლისის ღირებულების დასაფარად.
სად ვნახო ინფორმაცია შეგროვებულ ეკო მონეტებზე?
ეკო მონეტებზე ინფორმაციის ნახვა შეგიძლიათ პირად კაბინეტში, პირად კაბინეტში ნახავთ ეკო მონეტებს, რომლების გამოყენებაც უკვე შესაძლებელია.