1. პერსონალური მონაცემების დაცვის პოლიტიკა და მიზანი

1.1 სს „სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი“ (შემგომში „ჯიპიაი ჰოლდინგი“/„კომპანია“) ყურადღებას ამახვილებს პერსონალური მონაცემების დაცვასა და ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, როგორც მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების, ისე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების სრული შესაბამისობით.
1.2 მონაცემთა დაცვის უზრუნველყოფა წარმოადგენს სანდო და კეთილსინდისიერი ბიზნეს ურთიერთობების და სადაზღვევო კომპანიის, როგორც მიმზიდველი პარტნიორის ან დამსაქმებლის, რეპუტაციის მნიშვნელოვან საფუძველს.


2. მონაცემთა დაცვის პოლიტიკის მოქმედების სფერო

2.1 წინამდებარე პოლიტიკა სრულად ვრცელდება „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მიერ პერსონალური მონაცემების ავტომატური, ნახევრად ავტომატური, ან არაავტომატური საშუალებებით მონაცემთა დამუშავებაზე და გამოიყენება პერსონალური მონაცემების დაცვის პროცესში.
2.2 აღნიშნული პოლიტიკა ვრცელდება „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მომხმარებლებზე, კომპანიის თანამშრომლებზე, კონტრაქტორებზე, ყველა იმ პირზე, რომელთა მონაცემებიც მუშავდება „კომპანიის“ მიერ, ასევე, მონაცემთა მიმღებზე და იმ უფლებამოსილ პირებზე, რომლებიც კომპანიის სახელით ან მისთვის ამუშავებენ პერსონალურ მონაცემებს.

3. პერსონალური მონაცემების დამუშავების საფუძვლები და პრინციპები

3.1 „ჯიპიაი ჰოლდინგში“ პერსონალური მონაცემების დამუშავება შესაძლებელია მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში:
3.1.1. არსებობს მონაცემთა სუბიექტის თანხმობა;
3.1.2. მონაცემთა დამუშავება გათვალისწინებულია კანონით;
3.1.3. მონაცემთა დამუშავება საჭიროა „კომპანიის“ მიერ მისთვის კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობის შესასრულებლად;
3.1.4. მონაცემთა დამუშავება საჭიროა მონაცემთა სუბიექტის სასიცოცხლო ინტერესების დასაცავად;
3.1.5. მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომია;
3.1.6. მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადა თავად მონაცემთა სუბიექტმა;
3.1.7. მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის განცხადების საფუძველზე მისთვის მომსახურების გაწევის მიზნით;
3.1.8 კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში;
3.2 მონაცემთა დამუშავება ხდება კონკრეტული პრინციპების შესაბამისად:
3.2.1 სამართლიანობა და კანონიერება - პერსონალური მონაცემები უნდა დამუშავდეს სამართლიანად და კანონიერად, პიროვნების ღირსების შეულახავად;
3.2.2 მკაფიოდ განსაზღვრული კანონიერი მიზნის არსებობა - აუცილებელია, არსებობდეს კონკრეტული მიზანი, რისთვისაც ხდება მონაცემთა დამუშავება. სხვა მიზნებით მონაცემების გამოყენება დაუშვებელია.
3.2.3 პროპორციულობა და ადეკვატურობა - მონაცემები უნდა დამუშავდეს იმ მინიმალური მოცულობით, რაც აუცილებელია მონაცემთა დამუშავების კონკრეტული მიზნის მისაღწევად; თავად მონაცემებიც, ამ მიზნის შესაბამისი უნდა იყოს.
3.2.4 ნამდვილობა და სიზუსტე - მონაცემები უნდა იყოს ნამდვილი და ზუსტი, საჭიროების შემთხვევაში, უნდა განახლდეს, ასევე, უნდა გადამოწმდეს ინფორმაციის წყაროს სანდოობა, გასწორდეს მცდარი და არაზუსტი მონაცემები;
3.2.5 პერსონალური მონაცემების შენახვის ვადა - პერსონალური მონაცემები უნდა ინახებოდეს კანონით განსაზღვრული ვადით ან იმ ვადით, რაც აუცილებელია მიზნის მისაღწევად. მიზნის მიღწევის შემდეგ, ისინი უნდა დაიბლოკოს, წაიშალოს ან განადგურდეს ან შენახული უნდა იქნეს პირის იდენტიფიცირების გამომრიცხავი ფორმით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. ფულის გათეთრებასთან ბრძოლის კანონმდებლობა ითვალისწინებს მონაცემთა შენახვის ხუთწლიან ვადას, თუ არ არსებობს მონაცემთა უფრო ხანგრძლივი ვადით შენახვის საკანონმდებლო საფუძველი.
3.3 დაუშვებელია მონაცემთა შემდგომი დამუშავება სხვა, თავდაპირველ მიზანთან შეუთავსებელი მიზნით. კანონიერი საფუძვლის გარეშე შეგროვებული და დამუშავების მიზნის შეუსაბამო მონაცემები უნდა დაიბლოკოს, წაიშალოს ან განადგურდეს.

4. პერსონალურ მონაცემთა კატეგორია და მისი დამუშავება

4.1 „ჯიპიაი ჰოლდინგი“ ახდენს ძირითადად რამდენიმე კატეგორიის პერსონალური მონაცემების შეგროვებას და დამუშავებას. კერძოდ: სახელი, გვარი, სქესი, დაბადების თარიღი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სახე, სერია, ნომერი, პირადი ნომერი, მოქალაქეობა, ქვეყანა, ფაქტობრივი და რეგისტრაციის მისამართი, ტელეფონის ნომერი,პირადი და სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტის მისამართი; ოჯახური მდგომარეობა, საქმიანობა/პროფესია, სამუშაო ადგილი, თანამდებობა. საბანკო ანგარიშის ნომერი, ინფორმაცია ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ტექნიკური პასპორტი, ავტოტრანსპორტის მარკა, მოდელი, გამოშვების წელი, სახელმწიფო ნომერი, საიდენტიფიკაციო ნომერი, ინფორმაცია დასაზღვევი/დაზღვეული ობიექტის შესახებ, მართვის მოწმობის სერია, ტიპი, ნომერი, გაცემის თარიღი, ვიდეოგამოსახულება, სადაზღვევო შემთხვევის თარიღი და აღწერა, მიყენებული ზარალის ოდენობა, IP მისამართი, რომლის გამოყენებითაც ხორციელდება „ჯიპიაი ჰოლდინგის“ კუთვნილ საიტებზე შესვლა.
4.2 . პერსონალური მონაცემების დამუშავება გულისხმობს ავტომატური, ნახევრად ავტომატური ან არაავტომატური საშუალებების გამოყენებით პირის პერსონალური მონაცემების შეგროვებას, ჩაწერას, ფოტოზე აღბეჭდვას, აუდიოჩაწერას, ვიდეოჩაწერას, ორგანიზებას, შენახვას, შეცვლას, აღდგენას.
4.3 მონაცემები ძირითადად მუშავდება: სადაზღვევო მომსახურების გაწევის, სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის, მომხმარებელთა განცხადებების განხილვის, სხვადასხვა სახის/შინაარსის სახელშეკრულებო ურთიერთობების შესრულების, დასაქმების, პირდაპირი მარკეტინგის, „კომპანიაზე“ კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების შესრულების მიზნით; მათი დამუშავება ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს მონაცემთა სუბიექტის თანხმობა, მონაცემთა დამუშავება გათვალისწინებულია კანონით, მონაცემთა დამუშავება საჭიროა „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მიერ მისთვის კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად.
4.4 თანხმობას მონაცემთა სუბიექტი გამოხატავს ზეპირად, წერილობით, სატელეკომუნიკაციო ან სხვა შესაბამისი საშუალებით გამოხატული წესით, რომლითაც შესაძლებელია დადგინდეს მონაცემთა სუბიექტის ნება.
4.5 „ჯიპიაი ჰოლდინგმა“ შეიძლება დაამუშაოს მონაცემები მომსახურების საჭიროებიდან გამომდინარე ან მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში სხვა მონაცემთა დამმუშავებლის დახმარებით და მასთან დადებული წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მკაცრად დადგენილ სტანდარტებს და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

5. პირდაპირი მარკეტინგი

5.1 მონაცემთა სუბიექტი ანიჭებს „ჯიპიაი ჰოლდინგს“ უფლებამოსილებას სხვადასხვა მარკეტინგული შეთავაზებების განხორციელების მიზნით, მონაცემთა სუბიექტის სატელეფონო ზარის, ელექტრონული ფოსტის, სხვა სატელეკომუნიკაციო საშუალებებით ან მომხმარებელთა უშუალო კომუნიკაციით განახორციელოს მომსახურების, საქონლის, დასაქმების შეთავაზება ან რაიმე სახის ქმედების განხორციელების თხოვნა.
5.2 მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, მონაცემთა დამმუშავებელს ნებისმიერ დროს მოსთხოვოს მის შესახებ
მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის გამოყენების შეწყვეტა.
5.3 “ჯიპიაი ჰოლდინგი“ ვალდებულია შეწყვიტოს მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის
დამუშავება ან/და უზრუნველყოს უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის დამუშავების შეწყვეტა მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა.

6. ვიდეოთვალთვალი და აუდიო ჩაწერა

6.1 უსაფრთხოების და საკუთრების დაცვის, ასევე მომსახურების ხარისხის კონტროლის უზრუნველსაყოფად, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვით, „კომპანიაში“ მიმდინარეობს შენობის გარე პერიმეტრისა და შესასვლელების, სამუშაო ადგილების მონიტორინგი ვიდეოთვალთვალისა და აუდიო ჩამწერი სისტემების მეშვეობით, ხოლო აუდიო ჩაწერა მიმდინარეობს „ჯიპიაი ჰოლდინგთან“ სატელეფონო კომუნიკაციისას.
6.2 მომხმარებელთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მომსახურების ადგილებში ვიდეოთვალთვალის და აუდიო ჩაწერის მიმდინარეობის შესახებ, ასევე, „ჯიპიაი ჰოლდინგთან“ სატელეფონო კომუნიკაციისას სატელეფონო ზარების ჩაწერის შესახებ მონაცემთა სუბიექტი ინფორმირებული იქნება კანონის მოთხოვნების შესაბამისი ფორმით.

7. პერსონალური მონაცემების მესამე პირებისთვის გადაცემა

7.1 „ჯიპიაი ჰოლდინგმა“ მონაცემთა სუბიექტის პერსონალური მონაცემები შესაძლოა მესამე პირებს გადასცეს შემდეგი მიზნებისათვის: მონაცემთა სუბიექტის სრულყოფილი მომსახურებისთვის, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, საქართველოს კანონმდებლობით „ჯიპიაი ჰოლდინგზე“ დაკისრებული მოვალეობების შესრულების მიზნით, ასევე სხვა კომპანიებთან, სახელმწიფო სექტორში მოქმედ ორგანიზაციებთან, სადაზღვევო ინდუსტრიაში მოქმედ ორგანიზაციებთან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნებისათვის.
7.2 მესამე პირს წარმოადგენს „ჯიპიაი ჰოლდინგის“ პროვაიდერი დაწესებულებები, სახელმწიფო სექტორში მოქმედი ორგანიზაციები, სადაზღვევო ინდუსტრიაში მოქმედი ორგანიზაციები, „ჯიპიაი ჰოლდინგის“ პარტნიორი კომპანიები, გადამზღვეველი კომპანიები, საკრედიტო საინფორმაციო ბიურო.;
7.3. „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მიერ პერსონალური მონაცემების მესამე პირებისათვის გადაცემის უფლებამოსილება „კომპანიას“ გააჩნია კანონმდებლობით ან მონაცემთა სუბიექტთან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე.
7.4. „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მიერ პერსონალური მონაცემების მესამე პირებისთვის გადაცემა ხდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

8. პერსონალური მონაცემების მესამე პირებისგან მოპოვება

8.1. „ჯიპიაი ჰოლდინგმა“ მონაცემთა სუბიექტის პერსონალური მონაცემები შესაძლოა მესამე პირებისგან მოიპოვოს შემდეგი მიზნებისათვის: მონაცემთა სუბიექტის სრულყოფილი მომსახურებისთვის, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, საქართველოს კანონმდებლობით „კომპანიაზე“ დაკისრებული მოვალეობების შესრულების მიზნით, ასევე სხვა კომპანიებთან, სახელმწიფო სექტორში მოქმედ ორგანიზაციებთან, სადაზღვევო ინდუსტრიაში მოქმედ ორგანიზაციებთან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე „კომპანიის“ მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნებისათვის.
8.2. მესამე პირს წარმოადგენს „ჯიპიაი ჰოლდინგის“ პროვაიდერი დაწესებულებები, სახელმწიფო სექტორში მოქმედი ორგანიზაციები, სადაზღვევო ინდუსტრიაში მოქმედი ორგანიზაციები, „ჯიპიაი ჰოლდინგის“ პარტნიორი კომპანიები, გადამზღვეველი კომპანიები, საკრედიტო საინფორმაციო ბიურო.
8.3. „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მიერ პერსონალური მონაცემების მესამე პირებისგან მოპოვების უფლებამოსილება „კომპანიას“ გააჩნია კანონმდებლობით ან მონაცემთა სუბიექტთან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე.
8.4. „კომპანიის“ მიერ პერსონალური მონაცემების მესამე პირებისგან მოპოვება ხდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

9. მონაცემთა დამუშავება უფლებამოსილი პირის მეშვეობით

9.1 წინამდებარე პოლიტიკის პირობებიდან გამომდინარე, „ჯიპიაი ჰოლდინგი“ გარკვეული მონაცემების დამუშავებისას შესაძლოა წარმოადგენდეს მონაცემთა დამმუშავებელს და მისი სახელით, ან მისთვის მონაცემების დამუშავება ხდებოდეს უფლებამოსილი პირის მიერ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ „კომპანიას“ გაფორმებული აქვს უფლებამოსილ პირთან შესაბამისი წერილობითი ხელშეკრულება. ხელშეკრულების გაფორმებამდე „ჯიპიაი ჰოლდინგი“ ყოველთვის წინასწარ რწმუნდება მხარის სანდოობაში და ხელშეკრულებით ითვალისწინებს უფლებამოსილი პირის ვალდებულებას, მიიღოს ისეთი ორგანიზაციული და ტექნიკური ზომები, რაც უზრუნველყოფს მონაცემთა სუბიექტის პერსონალური მონაცემების დაცვას.

10. მონაცემთა უსაფრთხოება

10.1 „ჯიპიაი ჰოლდინგში“ მიღებულია ისეთი გონივრული ორგანიზაციული და ტექნიკური ზომები, რაც უზრუნველყოფს კომპანიაში მონაცემთა დაცვას შემთხვევითი ან უკანონო განადგურებისგან, შეცვლისაგან, გამჟღავნებისგან, მოპოვებისგან, ნებისმიერი სხვა ფორმით უკანონო გამოყენებისა და შემთხვევითი ან უკანონო დაკარგვისაგან.
10.2 „კომპანიაში“ მკაცრად არის დაცული პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა. მათზე წვდომა აქვთ მხოლოდ იმ თანამშრომლებს, ვისაც მონაცემების დამუშავება სჭირდებათ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად.
10.3. „კომპანიაში“ პერსონალური მონაცემების დაცვას, მათი დამუშავების პროცესის წინამდებარე პოლიტიკასთან, კანონმდებლობასთან და კომპანიის შიდა პროცედურებთან შესაბამისობის კონტროლს უზრუნველყოფს პერსონალური მონაცემების დაცვის ოფიცერი.

11. მონაცემთა სუბიექტის უფლებები და ვალდებულებები

11.1 მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს მოსთხოვოს „ჯიპიაი ჰოლდინგს“ ინფორმაცია მის შესახებ მონაცემთა დამუშავების თაობაზე. ასეთ დროს კომპანია მოთხოვნის თაობაზე შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღისა უზრუნველყოფს შემდეგი ინფორმაციის მიწოდებას:
• რომელი კატეგორიის მონაცემები მუშავდება მის შესახებ;
• რა მიზნით მუშავდება მონაცემები;
• რა სამართლებრივი საფუძვლით მუშავდება მონაცემები;
• რა გზით შეგროვდა პერსონალური მონაცემები;
• გაცემულა თუ არა მისი მონაცემები მესამე პირზე, ვისზე გაიცა - მონაცემთა გაცემის
საფუძველი და მიზანი.
11.2 მონაცემთა სუბიექტი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მიმართოს „ჯიპიაი ჰოლდინგს“ და იმ შემთხვევაში, თუ მონაცემები არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ, მოსთხოვოს მისი პერსონალური მონაცემების გასწორება, დაბლოკვა, განახლება, დამატება, წაშლა, ან განადგურება. ასეთ დროს კომპანია შესაბამის რეაგირებას ახდენს შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 15(თხუთმეტი) კალენდარული დღის ვადაში.
11.3 მონაცემთა სუბიექტი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს, ყოველგვარი განმარტების გარეშე, გამოიხმოს(მოითხოვოს მონაცემების დამუშავების შეწყვეტა ან/და დამუშავებული
მონაცემების განადგურება) მის მიერ „ჯიპიაი ჰოლდინგისათვის“ გაცხადებული თანხმობა მისი პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე. იმ შემთხვევაში, თუ კომპანია პერსონალურ მონაცემებს ამუშავებდა მხოლოდ მონაცემთა სუბიქტის მიერ გამოხატული თანხმობის საფუძველზე, „კომპანია“ უზრუნველყოფს შესაბამისი ქმედების განხორციელებას ასეთი შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში.
12. საკონტაქტო ინფორმაცია
სს „სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგში“ პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: personaldata@gpih.ge,

„ჯიპიაი ჰოლდინგის“ ცხელის ხაზის ნომერზე: (+995 32) 2 505 111.