Image

პანდემიის პერიოდში ჩვენ სრულ მობილიზებას ვახდენთ, რომ სადაზღვევო მომსახურება შეუფერხებლად მიიღოთ.


გაცნობებთ, რომ ქვეყანაში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენი მომსახურება სრულად დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა, რომ დავიცვათ თანამშრომლებისა და მომხმარებლების უსაფრთხოება. მომსახურების ოფისების მუშაობა დროებით შეჩერებულია, თუმცა თითოეული თანამშრომელი აგრძელებს ჩვეულ რეჟიმში მუშაობას და ზრუნავს, რომ მომსახურების ხარისხი იყოს ისეთივე, როგორც ჩვეულებრივ პირობებშია.
თქვენ ნებისმიერი სადაზღვევო მომსახურების მიღება შეგიძლიათ ონლაინ, ვებ-გვერდი mygpi.ge-ის მეშვეობით ან ჩვენი აპლიკაციით. აპლიკაციის ჩამოტვირთვა MyGPI.

ცხელი ხაზი: 2505111

ჩვეულ რეჟიმში მუშაობს ჩვენი ანაზღაურების დეპარტამენტი, თუმცა მოქმედებს გარკეული ცვლილებები. ანაზღაურების პროცესი COVID-19-ის პანდემიის პერიოდში:


ჩვენი ონლაინ პლატფორმებიდან შეძლებთ სრული სადაზღვევო მომსახურების მიღებას:  

  • პირად ექიმთან ან პედიატრთან დისტანციური კონსულტაციის დაგეგმვა;
  • ექიმ-სპეციალისტთან დისტანციური კონსულტაციის დაგეგმვა
  • 500 ლარამდე სამედიცინო ან სტომატოლოგიური მომსახურების ანაზღაურება;
  • გეგმიური ოპერაციის დაფინასებისთვის (საგარანტიოს) მოთხოვნა;
  • დაზღვევის ღირებულების (პრემიის) გადახდა;
  • პოლისის შეძენა;
შეუფერხებლად, დისტანციურად მოგემსახურებიან ჩვენი გაყიდვების მენეჯერებიც;

ასანაზღაურებლად დოკუმენტები, ასევე, შეგიძლიათ წარმოადგინოთ ანაზღაურების სერვის ცენტრებთან განთავსებულ ყუთებში.
მომსახურების ანაზღაურებისთვის დოკუმენტების წარმოდგენის ვადა გაიზარდა 2 თვემდე!

ერთად შევძლებთ covid-19ის შეჩერებას! დარჩი სახლში, ჩვენ დაგაზღვევთ!


Image


Image


კლინიკა “კურაციო”-ს მუშაობის საგანგებო რეჟიმი

დაზღვეულების უსაფრთხოებისათვის და მათი და სამედიცინო პერსონალის არააუცილებელი ფიზიკური კონტაქტის თავიდან ასაცილებლად, კლინიკა სრულ მომსახურებას დისტანციურად გაგიწევთ. ამ პერიოდში 100%ით დაფინანსდება სპეციალისტის კონსულტაცია, მიუხედავად სადაზღევო პაკეტისა.



ხშირად დასმული კითხვები: